თავში

შს მინისტრის მოადგილე: ვის მიმართაც არსებობდა მტკიცებულებები, პასუხისგებაში არიან

შს მინისტრის მოადგილე: ვის მიმართაც არსებობდა მტკიცებულებები,
შს მინისტრის მოადგილე: ვის მიმართაც არსებობდა მტკიცებულებები, პასუხისგებაში არიან

ადამიანები, ვის მიმართაც არსებობდა მტკიცებულებები, მიცემული არიან პასუხისგებაში, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ჟურნალისტებს 20 ივნისის მოვლენებზე პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განუცხადა.

კითხვაზე - ჭიანურდება თუ არა პროკურატურის მიერ გამოძიება იმ ფონზე, როცა შსს-მ თავიდანვე დაასახელა, რომ 8 სამართალდამცავთან მიმართებაში იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საბანაძემ აღნიშნა, რომ გამოძიება რთული და კომპლექსური პროცესია.

"ამ ეტაპისთვის, ის ადამიანები, ვის მიმართაც არსებობდა მტკიცებულებები, მიცემული არიან პასუხისიგებაში. გამოძიება გრძელდება და თუ იქნება დამატებითი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, სხვებიც მიეცემიან პასუხისგებაში", - განაცხადა საბანაძემ.

რაც შეეხება 20 ივნისს დაშავებულთა დაზარალებულად ცნობას, შს მინისტრის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი შესაბამისი პროცედურების დაცვით გადაწყდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system