თავში

შსს: 10 წლის გოგოს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელებით აშანტაჟებდა

შსს: 10 წლის გოგოს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელებით აშანტაჟებდა
შსს: 10 წლის გოგოს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელებით აშანტაჟებდა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ “ფეისბუკის” დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system