
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, დ.ბ.-მ , პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.
ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის
1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.