თავში

შსს-მ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა

შსს-მ თედო გობეჯიშვილისსაქმეზე პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა
შსს-მ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ", - ამის შესახებ შსს-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება. 

სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. 

"ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედოერე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system