თავში

შსს მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

შსს მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

შსს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრებსა და ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავა.

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system