თავში

შსს-ს თანამშრომელი კონტრაბანდისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომელი კონტრაბანდისთვის დააკავეს
შსს-ს თანამშრომელი კონტრაბანდისთვის დააკავეს

ჩხოროწყუს უბნის ინსპექტორი ფინანსურმა პოლიციამ კონტრაბანდის ფაქტზე დააკავა. ის სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 29 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით" - აცხადებენ უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system