თავში

შსს-ში "მთავარი არხის" ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა

შსს-ში "მთავარი არხის" ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა
შსს-ში მთავარი არხის ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა

შსს-ში "მთავარი არხის" ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა. გიგლა თუმანიშვილს საგამოძიებო უწყებაში თითქმის 2 საათის განმავლობაში მის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხავდნენ.

როგორც თუმანიშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, სამართალდამცველების მთავარი კითხვები მობილურ ტელეფონს უკავშირდებოდა. მისი თქმით, შსს დაინტერესდა, ვინ მიაწოდა და სად შეხვდა ჟურნალისტი ადამიანს, რომელმაც ეს ტელეფონი გადასცა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა მინიჭებული კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და წყაროს ვინაობა არ გაამხილა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს.

საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ მობილურ ტელეფონს და მასში არსებულ მიმოწერას, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, შაქარაშვილის საქმის მოწმეს, გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.

ჟურნალისტის მტკიცებით, შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეს გური ამირხანაშვილს გამომძიებლებმა სპცეიალური საიდუმლო ტელეფონი მისცეს, რომლითაც მხოლოდ მათთან უნდა ეკონტაქტა.

საუბრის შინარსსის მიხედვით, გური ამირხანაშვილს წინასწარ ატყობინებდნენ, თუ რა უნდა ეთქვა ჩვენებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system