თავში

შსს სვანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს სვანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს სვანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხაიშში დააკავა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით.

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system