თავში

შსს: ვაკის საოლქოსთან დაპირისპირებისას 4 პირი დავაკავეთ

შსს: ვაკის საოლქოსთან დაპირისპირებისას 4 პირი დავაკავეთ
შსს: ვაკის საოლქოსთან დაპირისპირებისას 4 პირი დავაკავეთ

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 4 პირი, მათ შორის, ,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავაც დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ვაკის გარდა, საპროტესტო აქციები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ქუთაისის, ისნის, სამგორისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საჩივრების განხილვასა და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system