თავში

შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - რურუა პატიმრობაში რჩება

შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - რურუა პატიმრობაში რჩება
შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - რურუა პატიმრობაში რჩება

„მთავარი არხის" მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში, პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, დაცვის მხარემ შუამდგომლობა 25 ივნისისსაც დააყენა და რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system