თავში

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებუმა თქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას პატირმობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმება, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ არც გირაოს გადახდის საშუალება აქვს.

"წამლის ფულიც არ მაქვს და როგორ გადავიხადო," - მიმართა მან  მოსამართლეს. 

შემთხვევა, რომლის დროსაც 82 წლის კაცმა შვილიშვილი დანით ხელის არეში დაჭრა, დარჩელში 21 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა. ბრალდებული იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system