თავში

ბათუმში, კომპანიის მენეჯმენტი, ვისი ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა დაკითხვაზე იმყოფება 

ბათუმში, კომპანიის მენეჯმენტი, ვისი ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა დაკითხვაზე იმყოფება 
ბათუმში, კომპანიის მენეჯმენტი, ვისი ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა დაკითხვაზე იმყოფება 

სამშენებლო კომპანია "გიგორის" წარმომადგენელი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს იმ ობიექტზე, საიდანაც დღეს მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც შრომის ინსპექტორმა ლევან ელიზბარიძემ განაცხადა, ბესიკის ქუჩაზე დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბაგირი არის დაზიანებული და დაჟანგული.

„ობიექტზე გამოიკვეთა ბაგირის გაწყვეტა, ბაგირი არის დაზიანებული და დაჟანგებული. დამსაქმებელთან გასაუბრება მოხდება. დამსაქმებელი როგორც გვითხრეს პოლიციაში დაკითხვაზე არის გადაყვანილი. ჩვენ მოვახდეთ დოკუმენტების გამოთხოვას და შესწავლას",- განაცხადა შრომის ინსპექტორმა ლევან ელიზბარიძემ.

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system