თავში

სკანდალური ვიდეო - ბაჩალიაშვილის ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს

სკანდალური ვიდეო - ბაჩალიაშვილის ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს
სკანდალური ვიდეო - ბაჩალიაშვილის ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს

23 წლის, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ისინი ადვოკატთან ერთად პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ.

ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ისინი საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვენ.

რაც შეეხება ვიდეომასალას, რომელიც დღეს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნო, რამიშვილის ინფორმაციით, 12, 13, და 14 აგვისტოს თეთრიწყაროს მცხოვრებმა იმ ადგილას გადაიღო, სადაც ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მწყემსები პირუტყვთან ერთად არაერთხელ გადაადგილდებიან და გამორიცხულია გამოძიების ვერსია, რომ ავტომობილი იმ ადგილას ხუთი დღე იყო და მწყემსმა მხოლოდ ბოლო დღეს დაინახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system