თავში

დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა კლინიკაში გაიმართება

დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა კლინიკაში გაიმართება
დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა კლინიკაში გაიმართება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება. 

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესაა გირაო.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის გაუპატიურების მცდელობისა და ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system