თავში

სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების: ლევან ქარდავას, ილია გამგებლისა და დავით ქოქიაშვილის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ასევე, განიხილება დამცველი მხარის შუამდგომლობის საკითხი გარკვეულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ყველა ის მტკიცებულება რომელიც წარდგენილი გვაქვს, მიიჩნევა დასაშვებად და კანონის სრული დაცვით გვაქვს მოპოვებული. დამცველი ადვოკატების მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიციები, რომ გამოძიებაში მიცემული იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ისინი სადაოდ არ ქმნიან არც ერთ მტკიცებულებას დაყენებული იქნა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, ორივე ბრალდებულმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა დაადასტურეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. უშუალოდ, დანაშაულის ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე, შესაბამისად, ეს გახდა საფუძველი მათი დამცველი ადვოკატებისთვის დაეყენებით შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით",- განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს გია დგებუაძეს (მასტერა), დავით ქოქაშვილს, ილია გამგებელსა და ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system