თავში

სპეციალური სამალავებიდან 5766 უკანონო ფსიქოტროპული აბი ამოიღეს

სპეციალური სამალავებიდან 5766 უკანონო ფსიქოტროპული აბი ამოიღეს
სპეციალური სამალავებიდან 5766 უკანონო ფსიქოტროპული აბი ამოიღეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, უწყება წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.

"მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისსა და ბათუმში, სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება", - განაცხადა გიორგი გუნცაძემ.

ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის - 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის - 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system