თავში

სროლა ქუთაისში - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

სროლა ქუთაისში - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
სროლა ქუთაისში - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ქუთაისის ცენტრში სროლა იყო. 

ჭავჭავაძის გამზირზე თვითმხილველებმა ჯერ ჩხუბის ხმა გაიგეს, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.

სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system