თავში

სტასბურგის გადაწყვეტილებით უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება

სტასბურგის გადაწყვეტილებით უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება
სტასბურგის გადაწყვეტილებით უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ადამიანის უფლებათა ვროპულ სასამართლოში მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის საქმეში, მესამე მხარედ ჩაერთვება. 

ევროპულმა სასამართლომ ლუდმილა დენისოვას შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე წერილობით აცნობა. 

"ობიექტური და კვალიფიციური ადამიანის ჩართულობა ამ პოლიტიკური დევნის პროცესის გამოვლენისთვის არის დაცვის მხარის გაძლიერება, მით უმეტეს, როცა ჩართულია ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, როგორიცაა უკრაინის სახალხო დამცველი" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, ლუდმილა დენისოვას იუსტიციის სამინსიტროს პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოში მეორე ვიზიტისას გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლბა არ მისცა. 

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში მეორე ვიციტით საქართველოში 15 ნოემბერს იმყოფებოდა. დენისოვა თბილისში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა მას აცნობეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა. დენისოვა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაინც მივიდა და ციხის ადმინსიტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. ამასთან, მას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაც სურდა, თუმცა უკრაინის ომბუდსმენმა თქვა, რომ რატი ბრეგაძემ მის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა ქვეყნის ომბუდსმენის შეშვების ვალდებულება არ აქვს.

ლუდმილა დენისოვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას წამებად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system