თავში

სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. ინფორმაციას თავად პოლიტიკოსი ავრცელებს. უგულავას თქმით რომ საქმე ეხება საქმეს, რომლის საფუძველზეც 2020 წელს დააკავეს. 

"ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ", - წერს უგულავა.

იურისტის და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე კი განმარტავს რომ "სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს".

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი გიგი უგულავა შეუწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system