თავში

სტრასბურგის სასამართლოს წერილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს წერილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლოს წერილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პასუხობს.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავენ. 

წერილიდან ასევე ირკვევა, რომ სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, ეხელმძღვანელა 2021 წლის 17 ნოემბრის (ომბუდსმენის კონსილიუმი) სამედიცინო დასკვნით და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, უზრუნველეყო პატიმრის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნებოდა განმცხადებლის შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობაზე.

„ვადასტურებ თქვენგან 2021 წლის 18, 19 ნოემბრის კორესპონდენციების მიღებას, სადაც დადასტურებულია სასამართლოს რეგულაციის #39 წესი გათვალისწინებული თქვენი წინა მოთხოვნა, რომ განმცხადებელი გადაყვანილ იქნას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

თქვენი განცხადებები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეთხოვა, მათი განცხადებების საპასუხო კომენტარის სასამართლოსთვის 24 ნოემბრამდე წარდგენა.

სასამართლოს პალატის პრეზიდენტმა დამავალა, შემეხსენებინა ორივე მხარისთვის, რომ სასამართლომ გამოიყენა სასამართლოს რეგულაციის #39 წესი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიუთითა შესაბამისი დროებითი ზომები ორივე მხარისთვის : ა) განმცხადებელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ბ) მთავრობამ, 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნება განმცხადებლის ამჟამად შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.

სასამართლო განიხილავს მითითებულ შუალედურ ზომებს, როგორც კი მოპასუხე მთავრობისგან 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს წერილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა. თამთა მურადაშვილი განმარტავს:

"მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული, მისმა ადვოკატებმა, საფანგეთის დროით სამუშაო დღის ბოლოს მივაწოდეთ სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ და ასევე გავუგზავნეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბერის დასკვნა. 

19 ნოემბერსაც, დილით ადრე სასამართლოს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია მიხეილ სააკააშვილის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ის გონზე მოვიდა, მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის რჩებოდა ციხის საავადმყოფოში.ასამართლოსგან 19 ნოემბერს, გვიან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება გაცხადებული ჰქონდა. 

სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიხეილ სააკააშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიტუაციის კრიტიკულობა და მიუთითა მას, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შიმშილობა. მთავრობას დაავალა, რომ ეხელმძღვანელა სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნით. 

როგორც იცით, ამ დასკვნაში წერია, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს და მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროებოდა სხვა, გამართულად ფუნქციონირებად, მულტიფუნქციურ, ინტენსიური თერაპიის დაწესებულებაში გადაყვანა. სასამართლოს წერილში ასევე აღინიშნულია, რომ მათ, ჩვენი მოთხოვნა უკვე გადაგზავნილი ჰქონდათ მთავრობისთვის, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system