თავში

სცემა და მოკვლით დაემუქრა - ქმარი ცოლს შვილის თანდასწრებით გაუსწორდა

სცემა და მოკვლით დაემუქრა - ქმარი ცოლს შვილის თანდასწრებით გაუსწორდა
სცემა და მოკვლით დაემუქრა - ქმარი ცოლს შვილის თანდასწრებით გაუსწორდა

მამაკაცს, რომელმაც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლე სცემა პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. 

"საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.

შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,"-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system