თავში

"გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე"- ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებული

"გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე"- ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებული
გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე- ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებული

სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულმა შალვა შევარდნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადება გააკეთა.

ბრალდებულის თქმით, პოლიციის კორდონს მიღმა ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად გადმოვიდნენ აქტივისტების მხარეს და სწორედ მათმა შეძახილებმა და აქტივისტების მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი აგრესია.

„გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე, რომელსაც ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს მიმართ. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და არ იყო  აქციაზე ჩემი მისვლა დაგეგმილი. ძალიან ცუდი შეძახილები იყო. რკინის ჯებირი იყო და შეგნებულად გადმოვიდნენ აქეთ ანა სუბელიანი და მისი მეგობარი. პროვოცირება იყო მათი. ჩემს გვერდზე აღმოჩნდა სუბელიანი და ის ბიჭი და მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა მოქალაქეეები. იმ ბიჭს ვესროლე მობილური ტელეფონი, გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა. რომ დამეგეგმა, მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვებოდა", - განაცხადა შალვა შევარდნაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულ შალვა შევარდნაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომას არ ესწრება დაზარალებული ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებაზე მისულ ანა სუბელიანს აქციაზე მყოფმა ადამიანმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. კინოჩვენების ჩაშლით იმუქრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ", რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system