თავში

სუს-ი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

​სუს-ი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
სუს-ი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალის შესახებ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - ნათვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული ვიდეომასალა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერაა მოპოვებული, რისი დამადასტურებელი სასამართლო განჩინებაც არსებობს.

„76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system