თავში

სუს-მა გიორგი გაბუნიას საქმეზე სასამართლოს მიმართა

სუს-მა გიორგი გაბუნიას საქმეზე სასამართლოს მიმართა
სუს-მა გიორგი გაბუნიას საქმეზე სასამართლოს მიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის თხოვნით სასამართლოს მიმართა.

როგორც ცნობილია, გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია სუს-ში არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებდნენ.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system