თავში

თაღლითობისთვის 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

თაღლითობისთვის 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
თაღლითობისთვის 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას. 

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system