თავში

ტაილანდის მოქალაქის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელს ბრალი წარედგინა

ტაილანდის მოქალაქის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელს ბრალი წარედგინა
ტაილანდის მოქალაქის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, ბრალდებული თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, სალონის თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი 23 წლის კალათბურთელი, ვაჩე ცაკაშვილია. საქმის მასალების თანახმად, ცაკაშვილმა "მასაჟის სალონში" უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა. ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო.

23 წლის კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე დაჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს. 

სალონში დასაქმებულების ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა მასაჟის გარდა დამატებითი მომახურება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ვერაზე 38 წლის ქალი მოკლეს, რომელიც ტაილანდის მოქალაქეა. ის თბილისში 2 კვირით იყო ჩამოსული და მასაჟის ცენტრში დროებით მუშაობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system