თავში

ტაქსის მძღოლის "გადაგდებისთვის" პირი 500 ლარით დააჯარიმდა

ტაქსის მძღოლის "გადაგდებისთვის" პირი 500 ლარით დააჯარიმდა
ტაქსის მძღოლის გადაგდებისთვის პირი 500 ლარით დააჯარიმდა

მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასური არ გადაუხადა 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქმის მასალების მიხედვით ტაქსი ორმა პირმა ბათუმში დაიქირავა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფლამდე იმგზავრა. ერთ-ერთ მგზავრს მთელი გზა ეძინა. ბრალდებული კი რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში იყო მძღოლს 30 ლარზე შეუთანხმდა. ადგილზე მისულებმა მძღოლს უთხრეს, რომ თანხას გამოუტანდნენ სახლიდან. თუმცა ისინი აღარ გამოჩენილან.

ბრალდებულები სსკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს, რაც გულისხმობს „ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით“. მეორე პირს რომელიც ასევე ტაქსიში იჯდა სასჯელი არ დაეკისრა, ვინაიდან ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და მას მთელი გზა ეძინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system