თავში

თამარ ალანიას თქმით, მუხროვანის ამბოხის საქმის განხივლისას, მასზე ზეწოლა არ ყოფილა

თამარ ალანიას თქმით, მუხროვანის ამბოხის საქმის განხივლისას,
თამარ ალანიას თქმით, მუხროვანის ამბოხის საქმის განხივლისას, მასზე ზეწოლა არ ყოფილა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია აცხადებს, რომ “მუხროვანის ამბოხის” საქმის განხილვისას მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

ამ თემაზე შეკითხვა მას თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დაუსვა.

“არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მსგავსი ქმედება არ მინდა ვუსურვო არცერთ სახელწმიფოს… მსგავსი ქმედება და მათ ასევე თქვეს, რომ არ დაემორჩილენ ხელმძღვანელობას. ეს არის ზუსტად დანაშაული, როცა არ ემორჩილები ხელძღვანელობას და კანონით დასჯადია ნებისმიერი ქვეყანაში. ნამდვილად არ ვუსურვებ საქართველოს მსგავსს. მსგავსი შემადგენლობის და ფაბულის შემთხვევაში ჩემი მხრიდან და ნებისმიერი სხვა მოსამართლის მხრიდან მიიღება იგივე გადაწყვეტილება”, – განაცხადა ალანიამ.

მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წელს განიხილა 5 მაისს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმე (ე.წ. მუხროვანის ამბოხი). პირველი ინსტანციის სასამართლომ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა (მამუკა) გორგიაშვილს – 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა. სააპელაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იმ პირთა საჩივრები, რომლებმაც განაჩენი გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომელიც შვიდი
სამოქალაქო პირისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა. კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system