თავში

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამ დრომდე ვერ გახსნეს

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამ დრომდე ვერ გახსნეს
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამ დრომდე ვერ გახსნეს

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის  კომპიუტერი და მობილური ამ დრომდე არ არის გახსნილი- ამის შესახებ  report.ge-ის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ასევე უცნობია ის პიროვნება, ვინც გარდაცვლილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს, დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნილი იყო და 23 წლის პროგრამისტი დიდი პრობლემების წინაშე იდგა.

უფლებადამცველის თქმით, ამ ყველაფერს დღეს პოლიციაში გაარკვევენ. 

" თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და მობილური ამ დრომდე არ არის გახსნილი. დღეს მივდივართ ყველაფრის გასარკვევად პოლიციაში"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ მას ერთ-ერთი გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ თამარის კომპიუტერი გახსნეს და მას პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის პრობლემები, არ დაუსახელებია. სამართალდამცველები ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბაჩალიაშვილის ტექნიკას პაროლი ადევს, რის გამოც მისი გახსნა ამ დრომდე არ მოხერხდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system