თავში

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია

მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.

მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა.

ამოღებულია თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს.
რამიშვილის თქმით, ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.

ადვოკატი ამბობს, რომ Facebok-ზე თამარ ბაჩალიაშვილის გვერდის გაუქმების ფაქტს, ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები სწავლობენ.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილის მოთხოვნა იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნას დასწრებოდა, ამისთვის ექსპერტიზის ბიუროში ის, თანმხლებ პირთან ერთად მივიდა

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system