თავში

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი გაუუქმდა

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი გაუუქმდა
თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი გაუუქმდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი მას შემდეგ გაუუქმეს, რაც საქმის წარმოება შეწყდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system