თავში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი პეტიციას აქვეყნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი პეტიციას აქვეყნებს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი პეტიციას აქვეყნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პეტიცია გამოაქვეყნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მათი თქმით, არ ენდობიან საქართველოს პროკურატურას, რომელიც საქმის დახურვას გეგმავს. 

"ქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს, ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ:

  • პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში;
  • გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება;
  • გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით;
  • გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system