თავში

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდება

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდება
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდება

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

როგორც 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ეს არ არის ის ბარათი, რომელზეც ოჯახი ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდა და მათივე თქმით, სწორედ იმ ბარათზე ინახავდა თამარი მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ჩაუტარდება ინტერნეტ მოდემსაც, რომელიც ბაჩალიაშვილის სახლიდან ამოიღეს. 

,,ავტომობილში აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი ფლეშკა, არა ის, რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებზე, რომელსაც ვეძებთ დღემდე. გარდა ამისა, ოჯახიდან არის წაღებული გარკვეული ტექნიკა და ბევრი ისეთი ნივთი, რომელზეც ჩემი თანდასწრების გარეშე არ ჩატარდება ექსპერტიზები", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა 31 აგვისტოს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ თამარს ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა და სავარაუდოდ, სწორედ იმ ბარათზე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

ბარათი, რომელზეც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საუბრობდა, ავტომობილში ვერ იპოვეს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system