თავში

ჟურნალისტი თამარ მეარყიშვილი ცხინვალის ე.წ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

ჟურნალისტი თამარ მეარყიშვილი ცხინვალის ე.წ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
ჟურნალისტი თამარ მეარყიშვილი ცხინვალის ე.წ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, უკვე მესამედ, უდანაშულოდ ცნო.

ახალგორში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა , რომ მოსამართლემ იგი წაყენებულ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

“ძალიან გახარებული ვარ. კიდევ ერთი გამარჯვებაა, უკვე მესამედ სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა იმ პირს, ვინც ბრალი უდანაშაულოდ დამდო და ეს საშინელი დღეები გადამატანინა, ჩემს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ , რომ დიდი ალბათობით. პროკურატურა კვლავ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეარაყიშვილს ბრალი, პარტია “ერთიანი ოსეთის” მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებასა და გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში ედებოდა. ცხინვალის რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს თავისუფლად გადაადგილებაც შეუზღუდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system