თავში

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. ისინი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი. დაკავებულებს შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. 

ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ექვსივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არის დაკავებული. 

შეგახსენებთ, რომ ორი საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და თეა წულუკიანის გამოსვლას ელოდნენ. იუსტიციის მინისტრი ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.

წულუკიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი ბიბლიოთეკაში გააკეთა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადება. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა სასტვენებისა და შეძახილების ფონზე დატოვა. ის სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონის საშუალებით გააცილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system