თავში

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში
პროკურორი: მიხეილ რამიშვილის დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დაკითხვის პროცესი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მისი თქმით, ადვოკატმა კითხვებს თავი აარიდა და ხელოვნურად ცდილობდა ემოციური ფონი შეექმნა. 

"დაკითხვა ჩატარდა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით", - განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა გარკვეულ კითხვებს თავი აარიდა იმ მიზეზით, რომ არ ახსოვდა, გამოკითხვისას გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებები მაინც დაზუსტდა. მათ შორის, რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე "ყარაბაღას" სახელით, 8 სექტემბერს თავად ჩაწერა.

"ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა, ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე გაეცნო თუ არა სრულყოფილად იმ ექვსივე ფოტოსურათს, მან გვითხრა, რომ "არ ახსოვს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system