თავში

ტატიაშვილის ადვოკატი: მისი უფლებები შეიზღუდა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს

ტატიაშვილის ადვოკატი: მისი უფლებები შეიზღუდა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს
ტატიაშვილის ადვოკატი: მისი უფლებები შეიზღუდა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატის განცხადებით, გიგა ტატიაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

როგორც გიორგი ყიფშიძემ Report.ge-ს განუცხადა, ამით გიგა ტატიშვილის უფლებები შეიზღუდა.

"კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია ამაზე, ავტომატურ რეჟიმში არის აღიარებული, რომ ეს არის მისი უფლებების შეზღუდვა და საერთოდ წართმევა. უბრალოდ არ მესმის მიზეზი, მიზეზი რომ მესმოდეს, შესაძლებელია კიდევ რამე ვთქვა. წარმოუდგენელია ეს აბსულუტურად,"- განაცხადა ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system