თავში

თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა - დამნაშავე იზოლატორში გადაიყვანეს

თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა - დამნაშავე იზოლატორში გადაიყვანეს
თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა - დამნაშავე იზოლატორში გადაიყვანეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია შეჭრილ პირს, 9 მძევალთან ერთად ყუმბარით ხელში, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ბრალი დაუმძიმდა. 

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, შსს-ს განცხადების თანახმად, ლ.ზ.-ს ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა, 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილია. ზურაბიშვილი, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 16:30-ზე შევიდა, როცა შენობაში 11 ადამიანი იმყოფებოდა. მან 2 ადამიანი მალევე გაათავისუფლა, 9 მძევალთან ერთად კი, შენობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

მან საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებისთვის ხმა მიეწვდინათ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა არ მოუთხოვია და არც ნიღაბი ეკეთა.

თავდამსხმელმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მძევლების გათავისუფლებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოლაპარაკებები მასთან.

საბოლოოდ, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, დამნაშავე კი დააკავეს და ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system