თავში

თავდამსხმელს 13 მძევალი ჰყავდა - შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელს 13 მძევალი ჰყავდა - შსს განცხადებას ავრცელებს
თავდამსხმელს 13 მძევალი ჰყავდა - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ის თელავში მცხოვრები 49 წლის შალვა მელიქიშვილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system