თავში

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა, 2017-2020 წლებში მისი კარიერა ასე განვითარდა:

2017 წელს ის მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს 4 წლით;

2017 წელს ის გახდა უვადო მოსამართლე;

მოგვიანებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით, მაგრამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა;

შემდგომ ის იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, 5 წლის ვადით და ეს თანამდებობაც დატოვა;

აგვისტოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა 5 წლის ვადით და ეს პოსტიც დატოვა ვადაზე ადრე;

ახლა ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 5 წლის ვადით", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system