თავში

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის ლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვვანო ზანდარაშვილის მიმართ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

საქმეს პროკურატურა იძიებს, რომლის ინფორმაციითაც,  2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში თელავის მერიის მაღალჩისანს, ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

ბრალის დამტკიცების შემეთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system