თავში

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ

ავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალს დღეს წაუყენებენ. ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

მკვლელობა ორი დღის წინ სოფელ იყალთოში მოხდა. 

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე გამოკვეთილი არ არის. ადგილობრივების ვერსიით, დაპირისპირება მანქანაში მოხდა, რა დროსაც ზანდარაშვილმა ექიმის მიმართულებით 7-ჯერ გაისროლა. 

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system