თავში

თელავის საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

თელავის საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია
თელავის საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” მიხეილ გრემელაშვილი დააკავა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გრემელაშვილმა მეუღლესა და შვილებზე ფიზიკურად იძალადა და მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. 

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში საჯაროდ მისმა მიძაშვილმა, სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა.

კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრემელაშვილი საკუთარ ცოლსა და შვილებს სისტემატიურად სცემდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system