თავში

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

"შაბათის ფორმულას" წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. ჟურნალისტი უწყებაში ადვოკატათთან ერთად მივიდა.

ქაშიაშვილის თქმით, ის წყაროს დასახელებას არ აპირებს და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დაადგინოს ჭეშმარიტება.

"საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასა და "შაბათის ფორმულაში" გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია, სხვადასხვა წყაროს მოწოდებული, უფრო ადრე ჰქონდა "შაბათის ფორმულას", მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხდებოდა, თავი შევიკავეთ, რომ უფრო ადრე არ გაგვევრცელებინა.

მას შემდეგ, რაც სანდო წყარო გამოჩნდა საგამოძებო უწყებიდან და დაგვიდასტურა ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდით ... ჩვენი პროფესიული ვალდებულებაა, რომ წყაროს კონფიდენციალურობა დავიცვათ და მეორე წყაროს მოწოდებული ინფორმაცია გავავრცელოთ. ყველასთვის მნიშნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს ჭეშმარიტება და გადაამოწმოს ყველა ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.

გამოძიება, გარდა "შაბათის ფორმულაში" გასული ინფორმაციისა, ჩემგან, ალბათ, ვერაფერს გაიგებს, გასაგები მიზეზების გამო“, - განაცხადა ქაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

2 აგვისტოს კი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system