თავში

თეონა თამაზაშვილი: თამარის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

თეონა თამაზაშვილი: თამარის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
თეონა თამაზაშვილი: თამარის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების და მათი ადვოკატის შეხვედრა პროკურატურაში დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალაიშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას პროკურატურა განაგრძობს. 

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ექსპერტიზის შუალედური შედეგები ცნობილი იქნება.

“თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება,” - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system