თავში

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციელი თავისუფალია

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციელი თავისუფალია
თიკა მახალდიანის დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციელი თავისუფალია

პოლიციელი, რომლის მიერ გასროლი ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.

მას საქალაქო სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე ციხიდან დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რადიო თავისუფლებისთვის ხელმიუწვდომელია.

შეგახსენებთ, თიკა მახალდიანის დედა, აღდგომის ღამეს (2020 წლის, 20 აპრილს) საკუთარ სახლში, ნასვამი პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას ფემსხვერპლა. მას ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან ნასვამი პოლიციელის მიერ უმისამართოდ ნასროლი ტყვია მოხვდა. ტყვიამ დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია და სახლში მყოფ თამარ ანთელავას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

თბილისის პროკურატურამ  სოსო გაბრიაძეს თავდაპირველად ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარუდგუნა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ბრალი გადაკვალიფიცრდა.

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, იოსებ გაბრიაძეს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system