თავში

თოფაძეების ადვოკატი: ბუსა ჟვანია ბრალს არ აღიარებს

თოფაძეების ადვოკატი: ბუსა ჟვანია ბრალს არ აღიარებს
თოფაძეების ადვოკატი: ბუსა ჟვანია ბრალს არ აღიარებს

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანია ბრალს არ აღიარებს.

"ბლაგვი საგნით, მჭრელი, მჩხვლეტავი საგნით არის ჭრილობები მიყენებული. მაკრატელია ეს, დანა, თუ სხვა ამას ექსპერტიზა სჭირდება და უნდა იყოს დანაშაულის საგანი ამოღებული.

ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა თუ სხვამ მიაყენა დაზიანება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არ მიუყენებია ჭრილობა. ჩემი ინფორმაციით, ის არ გამოკითხულა. მე როგორც ვიცი არ აღიარებს დანაშაულს," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. ის იმყოფება მმართვით სუნთქვაზე და მისი გამოკითხვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system