თავში

"ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

"ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს
ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გუკა რჩეულიშვილის საპროცესო შეთანხმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ვიდრე მათთან სამშენებლო კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს არ გააფორმებენდა მშენებლობა არ დაიწყება, საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებიან. 

„გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოს აპირებს თავისი მშობლისა და დეიდის საპროცესოთი გარეთ გამოყვანას, რაც აბსოლუტურად დაუშვებლად მიგვაჩნია. გამორიცხულია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით ამაზე თანახმა, თუკი დაიწყება ჩვენთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება და დეველოპერების მიკუთვნება თითოეულ ობიექტზე“, – აცხადებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე.

აქციის მონაწილეები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის სასჯელის ზომასაც აპროტესტებენ. მათი თქმით, 4-წლიანი პატიმრობა ცოტაა და აღნიშნული პირები საპატიმროდან მანამდე არ უნდა გათავისუფლდნენ, ვიდრე კორპუსების მშენებლობა არ დასრულდება და დაზარალებულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები არ გაფორმდება. ისინი ასევე მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან და თბილის მერთან შეხვედრას.

ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმეზე მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system