თავში

გიორგი რურუა სასამართლო პროცესს ესწრება

გიორგი რურუა სასამართლო პროცესს ესწრება
გიორგი რურუა სასამართლო პროცესს ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის " ერთ-ერთი მეწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დისტანციური პროცესების შემდეგ, გიორგი რურუა სასამართლო დარბაზში პირველად გამოცხადდა. პროცესზე მისი დასწრება სასამართლომ მოითხოვა. 

ამ წუთებში, სხდომაზე სამი ექსპერტ-კრიმინალისტის დაკითხვა მიმდინარეობს. 

გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ თუ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ ახალი გარემოება გამოიკვეთა, ის რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას კვლავ დააყენებს.

,,გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. ესენი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ავტომობილის ჩხრეკაში. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას, დაგეგმილი არ გვაქვს, იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სჭირდება ახალი გარემოება. ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მივიღეთ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, ახალი გარემოება საქმეში არ გვაქვს, რომლის საფუძველზეც მოვითხოვდით გიორგი რურუას გათავისუფლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატი, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system