თავში

ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს - თოფაძე

ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს - თოფაძე
ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს - თოფაძე

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ის დათანხმდა, რომ მისი შვილიშვილის დაჭრაში მსჯავრდებული ბუსა ჟვანია, ციხიდან წელიწად-ნახევარში გამოუშვან.

მისი თქმით, ეს ვადა წლის ბოლოს იწურება და თუ მანამდე ჟვანიას ციხიდან გამოიყვანენ, ის საკუთარ საქციელზე პასუხს არ აგებს. 

"სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system